ხევისბერი გოჩა – პერსონაჟთა დახასიათება

ონისე ხევისბერი გოჩას ერთადერთი ძეა. მას თავდავიწყებით შეყვარებია თავისი მეგობრის ცოლი ძიძია, ვისი ხელისმომკიდეც იყო ქორწილში, ხევის კანონებით იგი ძმად უნდა მიეღო ძიძიას. ონისეს გულში ქარიშხალი დატრიალდა. მის არსებაში მოვალეობა გრძნობას დაუპირისპირდა. ერთი მხრივ, მამის გაფრთხილება – „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!“ – შეახსენებდა ვალდებულებებს სათვისტომოსა და მამის წინაშე, მეორე მხრივ, სიყვარული ისე ძლიერ დატაკებია, თავგზას აკარგვინებს.
ონისე ცდუნებას იოლად არ ნებდება. ყოველ ღონეს ხმარობს თავიდან ამოიგდოს ძიძიას მტანჯველი სიყვარული. ქორწილის შემდეგ თუშეთში მიდის დარდის გასაქარვებლად, მაგრამ ბრუნდება თუ არა, ხვდება, რომ განშორების გრძნობა გაუათკეცებია. სატრპოსთან შეხვედრა, არწმუნებს თავისი სურვილების ჭეშმარიტებაში, ხოლო როდესაც ძიძიასგან საპასუხო ამბორს იღებს, უცნაურ აღფრთოვანებას, ძალის მოძღვაველას გრძნობს.
მაგრამ ნუგზარ ერისთავის ზრახვას რომ შეიტყობს, ონისეში უმალვე მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა იღვიძებს. მას ღალატი გულშიც კი არ გაუვლია. ამას მამასთან გამოსათხოვარი სცენაც მოწმობს, ხევისბერი აფრთხილებს შვილს, მამაპაპის საფლავების დაცვისკენ მოუწოდებს; თუ სიკვდილი გიწერია, ვაჟკაცად მოკვდი, ისე რომ ხევს შენი დამარხვა არ ეთაკილებოდესო. „-მაგას ნახავ!“ – პასუხობს ონისე და მისი სიტყვების გულწრფელობაში ეჭვიც კი არ შეგეპარებოდა. თუმცა ბედისწერა უმძიმეს გამოცდას უმზადებდა.
ხევისბერი გოჩა ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია. იგი გამორჩეული ადამიანური თვისებურების მატარებელია, ხევის საზრუნავით ცხოვრობს და ხალხის ბედ-იღბალი აბარია. ხევისბერის პორტრეტი მონუმენტურად და ამაღლებულად დაგვიხატა ავტორმა. იგი საყდრის ფონზე იხატება და მისი პიროვნების ძლიერ შტრიხებს წარმოაჩენს.
„ჩვენზედ მოდიან… ერთხელ დაბადებულებს ერთხელ გვინდის სიკვდილი… გავწყდეთ, ხალხო, და უცხო ხალხს კი ნუ ვიბატონებთ!“ – ონისეს ეს მოწოდება ბრძოლისთვის აღანთებს მოხევეებს, მაგრამ მამის გულს მაინც ეჭვი ღრღნის, ავის მომასწავებელი ფიქრები თავიდან ვერ მოუშორებია; ლოცვაში ათენ-აღამებს, თავის ხალხს განსაცდელი რომ აარიდოს, ღმერთს ავედრებს თავის სამწყროს; საკუთარ შვილსაც მას აბარებს, უფალს შესთხოვს, პირნათლად ატაროს, თუ კი შერცხვენა, გაწბილება უწერია, ადრევე მოუსპოს სიცოცხლე. მასში მოვალეობა მამობრივ გრძნობაზე მუდამ იმარჯვებს. ბრძენია და კარგად იცის, სისუსტის უფლება არა აქვს, მას ხომ ამდენი ადამიანის ბედი აბარია.
აცრემლებული მოხუცის გამოსათხოვარი სიტყვები მისი მშობლიური განცდების გამომხატველია. ხევისბერის გულჩვილობით აღელვებული ონისე შეძრა მამის ასეთმა გულახდილობამ. ამ მომენტში ხევისბერის პირით მამა საუბრობდა, მაგრამ ეს სისუსტე არ იყო, მამობრივ განცდებს მოვალეობის პირნათლად აღსრულებს მოთხოვნა უმძაფრებს.
თუ ხევისბერის პერსონაჟი ნაწარმოებში სიბრძნის, სიმტკიცის, სამართლიანობის გამოხატულებაა, ნუგზარ ერისთავის პორტრეტი მოძალადის, სისხლისმსმელისა და ამპარტავნის თვისებებით იხატება. ხევისბერი მოძმეთ ამთლიანებს, სიმტკიცეს მატებს, ნუგზარი კი მთიელთა ტომებს გათიშვით, განცალკევებით ემუქრება.
ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ბუნების ადამიანი სრულიად განსხვავებულ მიზანს ემსახურება. ხევისბერი ნუგზარ ერისთავთან დაპირისპირებაში ცამდე მართალია. იგი თავს იცავს და არ ესხმის, არ იკლებს სხვის მიწა-წყალს, მაშინ, როცა შეუბრალებული ერისთავი სისხლისღვრისკენ მოუწოდებს მთიულებს: „მათ სოფლებში იმდენი ყვავილი არ გაწითლებულიყოს, რამდენსაც მათი სისხლით შევხებავ, იმდენი ყორანი არ მოიპოვებოდეს, რამდენსაც შავათ შევმოსავ…“ ეს სიტყვები მის სისასტიკეზე, დაუნდობლობასა და უზომო მედიდურობაზე მეტყველებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s